ფეხბურთი

0:12 | 25.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

სალიჰამიჯიჩი: "რონალდუ "ბაიერნში"? ეს სიმართლე არაა"

მიუნხენის „ბაიერნის“ სპორტულმა დირექტორმა ჰასან სალიჰამიჯიჩმა კრიშტიანუ რონალდუს „ბაიერნში“ შესაძლო ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა. ბოსნიელმა მენეჯერმა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია არ დაადასტურა.

„კრიშტიანუ რონალდუ საუკეთესო ფეხბურთელია და საოცარი კარიერა აქვს, თუმცა, „ბაიერნის“ ინტერესის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ამ ჭორებს სიმართლესთან საერთო არაფერი აქვს“, - თქვა სალიჰამიჯიჩმა.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ „ბაიერნს“ დაუკავშირეს და კრიშტიანუ რონალდუს შემცვლელად მოიაზრეს, თუმცა, როგორც ჩანს, მიუნხენელები პორტუგალიელის შეძენას არ განიხილავენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112336