ფეხბურთი

23:10 | 24.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

"დილა" "გაგრასთან" მარცხს ვაგნერის ულამაზესი ჯარიმით გადაურჩა

საქართველოს ეროვნული ლიგის მესამე წრე და შესაბამისად მე-19 ტური გორში დაიწყო, სადაც „დილამ“ „გაგრას“ უმასპინძლა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

„დილა“ ევროზონაში მოსახვედრად იბრძვის, ხოლო „გაგრა“ ლიგაში დასარჩენად. გაგა კირკიტაძის გუნდი ამ თამაშს 6-მატჩიანი წაგებათა სერიით შეხვდა, თუმცა ამჯერად ქულა მოიპოვა.

არადა, „გაგრა“ გამარჯვებასთანაც ძალიან ახლოს იყო. 48-ე წუთზე მათე ვაწაძემ გახსნა ანგარიში და თავისი გუნდი დააწინაურა. „დილა“ წაგებისგან ვაგნერ გონსალვეშმა იხსნა, რომელმაც 88-ე წუთზე მეტოქის კარი ულამაზესი საჯარიმო დარტყმით აიღო.

გორის „დილას“ 35 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 29 ივნისს, ქუთაისის „ტორპედოს“ შეხვდება, ხოლო „გაგრა“ 18 ქულით მეცხრე პოზიციაზეა და მომდევნო ტურში „საბურთალოს“ უმასპინძლებს.

„დილა“ – „გაგრა“ 1:1 (0:0)

გოლები: 0:1 ვაწაძე (48), 1:1 ვაგნერი (88)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108946