თბილისის „ლოკომოტივს“ ნიდერლანდელი ჯონ ვან ლუნი გაწვრთნის. 57 წლის სპეციალისტმა ქართული გუნდი უკვე ჩაიბარა.
ვან ლუნი სხვადასხვა დროს „როდას“ და „აპელდორნის“ მთავარი მწვრთნელი იყო, ხოლო ასისტენტად როტერდამის „სპარტასა“ და „უტრეხტში“ უმუშავია. ამასთან, 2014-2016 წლებში „ყარაბაღის“ აკადემიის მწვრთნელი გახლდათ.
გაცილებით წარმატებული კარიერა ჰქონდა მას ფეხბურთელობისას, როდესაც „როდას“, „ანდერლეხტის“, „აიაქსის“, „ფეიენოორდის“ და „აპოელის“ რიგებში თამაშობდა. 1985-1990 წლებში ნიდერლანდების ნაკრებში 7 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 1990 წელს მუნდიალზე განაცხადშიც იყო.
ვან ლუნმა ალექსანდრე ინწკირველი შეცვალა, რომელმაც გუნდი რამდენიმე დღის წინ დატოვა. შეგახსენებთ, რომ თბილისის „ლოკომოტივი“ ეროვნულ ლიგაში 18 ტურის შემდეგ 3 ქულით მეათე ადგილზეა.