ლონდონის „ჩელსი“ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში იაქტიურებს. კლუბის ახალმა მფლობელმა ტოდ ბოელიმ ტრანსფერებისთვის 230 მილიონი ევრო გამოყო. ამის შესახებ Telegraph-ი იტყობინება.
ამრიგად, ტომას ტუხელს შემადგენლობის გაძლიერების შესაძლებლობა ექნება. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ლონდონელები მიმდინარე ზაფხულს 6 ფეხბურთელის შეძენას გეგმავენ, თუმცა ჯერ კონკრეტული სახელები არ გაჟღერებულა.
აქვე გეტყვით, რომ „ჩელსის“ რომელუ ლუკაკუ დატოვებს, რომელსაც კლუბი მილანის „ინტერში“ გაანათხოვრებს. შეგახსენებთ, ბოელიმ „ჩელსი“ მას შემდეგ შეიძინა, რაც სანქციების გამო რომან აბრამოვიჩს კლუბის გაყიდვა მოუწია.