რაგბი

18:16 | 24.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

7-კაცა რაგბი ევროპის ჩემპიონატზე

საქართველოს 7-კაცა ნაკრები 13-კაციანი შემადგენლობით ლისაბონში გაემგზავრა, სადაც 25-26 ივნისს რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ ეტაპზე ითამაშებს.

წელს ჩემპიონატი ორ ეტაპად იმართება და მასში 10 გუნდი მიიღებს მონაწილეობას. საქართველო „ა“ ჯგუფში ესპანეთის, პორტუგალიის, ჩეხეთის და ბელგიის ნაკრებებთან მოხვდა, „ბ“ ჯგუფში კი გერმანიის, ლიეტუვას, იტალიის, პოლონეთის და საფრანგეთის გუნდები მოხვდნენ.

ჩვენი გუნდი 25 ივნისს პორტუგალიას, ბელგიას და ესპანეთს შეხვდება, ჯგუფურ ეტაპს 26-ში ჩეხეთთან დაასრულებს, რის შემდეგაც დაკავებული ადგილის მიხედვით ფლეი ოფში ითამაშებს.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე ეტაპს პოლონეთი, კრაკოვი მასპინძლობს, 16-17 ივლისს კი მსოფლიო თასის შესარჩევი ტურნირი რუმინეთში, ბუქარესტში გაიმართება.

საქართველოს 7-კაცა რაგბი ევროპის ჩემპიონატზე

თემურ კოხოძე (აია), ირაკლი სიმსივე (აია), გიორგი კოშაძე (ხარები), ნიკოლოზ გიგაური (ყაზბეგი), გიორგი ჯობავა (ხვამლი), იაგო ხაბულიანი (არესი), ლადო მიმინოშვილი (არმია), გიორგი გელაშვილი (არმია), ნიკოლოზ რეხვიაშვილი (ყოჩები), პაატა ბურჭულაძე (ხარები), ლევან ქუშაშვილი (ყაზბეგი), ხვიჩა ჯგერენაია (ტიმიშუარა), ლევან ნარიმანიძე (ხარები).

მწვრთნელები: გია ლაბაძე, ბესიკ ხამაშურიძე

RUGBY.GE

0.125255