ფეხბურთი

12:50 | 24.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო ბათუმი" მონტენეგროელმა ლეგიონერმა დატოვა

საქართველოს ჩემპიონი „დინამო ბათუმი“ სტეფან დენკოვიჩმა დატოვა. როგორც აჭარული გუნდის ვებგვერდი იტყობინება, მხარეებს შორის კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა.

დენკოვიჩი „დინამო ბათუმმა“ იანვარში დაიმატა, მაგრამ კლუბის ძირითად შემადგენლობაში ფეხი ვერ მოიკიდა და ეროვნულ ლიგაში მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა (ჯამში 57 წუთი ითამაშა). ამრიგად, მონტენეგროელმა კლუბი დატოვა.

31 წლის თავდამსხმელს მანამდე სხვადასხვა გუნდებში უთამაშია, მათ შორის, ჰაიფას „ჰაპოელში“, „სუტიესკასა“ და „კაისარში“.

0.125592