ავტოსპორტი

2:36 | 24.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

მადრიდს ფორმულა 1-ის რბოლის მასპინძლობა სურს

მადრიდის ხელისუფლებამ, ოფიციალურად გამოთქვა ფორმულა ერთის რბოლის მასპინძლობის სურვილი. ესპანეთის დიდი პრიზის რბოლას ბარსელონა მასპინძლობს და ფ1-თან კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს, მადრიდს კი სარბოლო ტრეკი არ აქვს. მაგრამ ესპანეთის დედაქალაქში ფიქრობენ, რომ ფ1-ის მფლობელ „ლიბერტი მედიასთან“ მოლაპარაკება მაინც დაიწყონ.

„მინდა დავადასტურო ჩვენი წადილი იმისა, რომ არამხოლოდ რბოლა ჩავატაროთ, არამედ დიდი სპორტული და გასართობი სპექტაკლი დავდგათ“, - ამბობს ადგილობრივი მთავრობის იუსტიციის მინისტრი ენრიკე ლოპესი. მან სპეციალური წერილი გაუგზავნა ფ1-ის მთავარ აღმასრულებელ სტეფანო დომენიკალის, რომლითაც ქალაქის განზრახვა ამცნო.

ფორმულა 1-ის რბოლები მადრიდის მახლობლად 1968-1981 წლებში, ხარამას ავტოდრომზე იმართებოდა. ეს ტრეკი მოძველდა და საფუძვლიანი გადაკეთება სჭირდება იმისთვის, რომ ფ1-ის სტანდარტებს შეესაბამებოდეს.

აღსანიშნავია, რომ მადრიდიდან 36 კილომეტრით დაშორებულ მუნციპალიტეტ მორატა დე ტახუნს ხელისუფლებას, FIA-ს პირველი კატეგორიის აშენება სურს, სადაც ფ1-ის და მოტო გრანპრის რბოლების ჩატარება იქნება შესაძლებელი.

ფორმულა 1-ის წლევანდელ კალენდარში თავდაპირველად, 23 ეტაპი იყო შეტანილი. ორგანიზატორები ამასაც არ სჯერდებიან და ეტაპების რიცხვის კიდევ უფრო გაზრდას გეგმავენ. თუმცა მათთვის პრიორიტეტად ამერიკა და ახლო აღმოსავლეთი იქცა. მალე კი კალენდარს შესაძლოა, ერთი აფრიკული ეტაპიც დაემატოს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.139779