ფეხბურთი

1:03 | 24.06.2022 | ნანახია 873 - ჯერ

"ბაიერნში" ლევანდოვსკი შესაძლოა რონალდუმ შეცვალოს

ესპანური გამოცემა As-ი სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს და კრიშტიანუ რონალდუ მიუნხენის „ბაიერნს“ დაუკავშირა.

წყაროს თანახმად, გერმანული გუნდი რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელად პორტუგალიელ ფეხბურთელს განიხილავს. პოლონელს დიდი ხანია კლუბის დატოვება და „ბარსელონაში“ გადასვლა სურს. მიუხედავად იმისა, რომ „ბაიერნი“ ლევანდოვსკის გუნდიდან წასვლის წინააღმდეგია, მის შენარჩუნებაში დარწმუნებული არ არის, ამიტომაც, შემცვლელზე ფიქრიც დაწყებულია.

რონალდუს „მანჩესტერ იუნაიტედის“ დატოვება სურს, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ვერ გავიდა და ბავარიელებმაც მისი ტრანსფერის განხილვა დაიწყეს.

შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ „მანჩესტერს“ გასული წლის აგვისტოში „იუვენტუსიდან“ დაუბრუნდა და ინგლისურ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

02:00 | 24.06.2022
Bachana705 (373)

რონალდუს რა ხელფასიც უნდა, იმას ბაიერნი მთელ გუნდზე არ ხარჯავს და რანაირად შეცვლის.

ისე კი გარანტირებული ექნებოდა ბუნდესლიგის დირკა ჩემპიონატის ბომბარდირობა, თუნდაც ამ ასაკში.

0.128349