სხვა

14:22 | 23.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ალექსანდრე წივწივაძე ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა

ქართველი ნიჩბოსანი ალექსანდრე წივწივაძე ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატის ფინალში გავიდა. სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გამართულ კონტინენტის პირველობაზე მან 1000 მეტრიან დისტანციაზე იასპარეზა და შესარჩევი გაცურვა მეორე პოზიციაზე დაასრულა.

ახალგაზრდა სპორტსმენმა დავალებას თავი კარგად გაართვა და უმეტესი დრო ლიდერობდა, თუმცა ბოლო მონაკვეთში მას უნგრელი ჩანად მოლნარი წამოეწია, რომელმაც პირველი ადგილი დაიკავა.

წივწივაძეს დისტანციის დასაფარად 4:11 წუთი დასჭირდა, პირველ პოზიციაზე გასულმა კანოისტმა კი მას 0.19 წამით აჯობა.

ფინალური გაცურვა 25 ივნისს გაიმართება და მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი მორიგი ტიტულის მოგებას ეცდება.

აქვე გეტყვით, რომ ალექსანდრე წივწივაძე 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატშიც მიიღებს მონაწილეობას, სადაც 200 მეტრიან დისტანციაზე მოსინჯავს ძალებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.138063