ფეხბურთი

13:26 | 23.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი „ბარსელონას“ 50 მილიონად შესთავაზეს

„პარი სენ-ჟერმენის“ თავდამსხმელი, ნეიმარი, მის ყოფილ კლუბს, „ბარსელონას“ 50 მილიონ ევროდ შესთავაზეს. კლუბებმა შეიძლება მოლაპარაკება დაიწყონ - განაცხადა El Chiringuito TV-ის ეთერში ჟურნალისტმა ხოსე ალვარესმა.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინათ, „პარი სენ-ჟერმენმა“ „იუვენტუსს“ ბრაზილიელის ერთწლიანი იჯარით აყვანა შესთავაზა. ასევე, არის იმის ალბათობაც, რომ 1 ივლისს ნეიმარი და პარიზული კლუბი კონტრაქტს ერთი წლით გაახანგრძლივებენ.

ნეიმარი პსჟ-ში 2017 წლიდან თამაშობს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.136963