„რომას“ ყოფილი ნახევარმცველი, ჰენრიხ მხითარიანი, თავისუფალი აგენტის სტატუსით მილანის „ინტერში“ გადავიდა. 33 წლის სომეხმა ფეხბურთელმა უკვე მოაწერა ხელი კონტრაქტს მილანურ კლუბთან 2024 წლამდე, წელიწადში 3,5 მილიონევროიანი ხელფასით. ხელშეკრულების შესახებ უახლოეს ხანში ოფიციალურად განაცხადებენ - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.
„რომასთან“ კონტრაქტი მხითარიანმა იმ მიზეზით აღარ გაახანგრძლივა, რომ კლუბი ჩემპიონთა ლიგის მომავალ გათამაშებაში არ მონაწილეობს.
25 მაისს მხითარიანმა „რომასთან“ ერთად კონფერენს ლიგის პირველ გათამაშებაში გაიმარჯვა.