ფეხბურთი

11:54 | 23.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

პოგბას ახალ კლუბში გადასვლის ბოლო დეტალები დღეს გაირკვევა

ფრანგი ნახევარმცველის, პოლ პოგბას ტურინის „იუვენტუსში“ გადასვლის ბოლო დეტალები დღეს, 23 ივნისს გაირკვევა - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო.

წყაროს ინფორმაციით, მხარეებს ერთი მნიშვნელოვანი საკითხი დარჩათ გადასაწყვეტი: კონტრაქტი ოთხწლიანი იქნება თუ სამწლიანი, კიდევ ერთი წლით გაგრძელების პერსპექტივით. პოგბამ სამედიცინო შემოწმება 5-დან 8 ივლისამდე უნდა გაიაროს.

შეგახსენებთ, რომ პოგმა „იუვენტუსში“ 2012-16 წლებშიც თამაშობდა. 2016-22 წლებში კი „მანჩესტერ იუნაიტედის“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114549