სხვა

5:15 | 23.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

რუმინელი ამომავალი ვარსკვლავის მეორე ოქრო ბუდაპეშტში

ბუდაპეშტში გრძელდება ცურვაში მსოფლიო ჩემპიონტი, რომლის მეხუთე დღესაც, მეორე ოქროს მედალს დაეუფლა 17 წლის რუმინელი ამომავალი ვარსკვლავი დავიდ პოპოვიჩი. 200 მეტრზე თავისუფალ სტილში გამარჯვების შემდეგ, მან წარმატება 100 მეტრზეც გაიმეორა.

თუმცა ამჯერად პოპოვიჩის გამარჯვება გაუჭირდა. დისტანციის მიწურულს მან საგრძნბლად გაზარდა ტემპი და სულ რაღაც, 0.06 წამით ჩამოიტოვა ფრანგი მაქსიმ გრუსე. სამწუხაროდ, არ შედგა დუელი პოპოვიჩისა და ამერიკელ ქეილებ დრესელს შორის. ამ უკანასკნელმა ჩემპიონატი სამედიცინო მიზეზით დატოვა.

ორი ოქროს მედალი მოიპოვეს კანადელმა ქალმა მოცურავეებმა. ჯერ 15 წლის სამერ მაკინტოშმა (ფოტოზე) 200 მეტრზე ბატერფლაიში გაიმარჯვა, შემდეგ კი, 50 მეტრზე გულაღმა ცურვაში, ჩემპიონი კაილი მასე გახდა.

მაკინტოშმა ამერიკელი ჰალი ფლიკინგერი 0.88 წამით ჩამოიტოვა. მისი დრო - 2 წუთი და 05.20 წამი, იუნიორთა ახალი მსოფლიო რეკორდია. უფრო ადრე მანვე 400 მეტრზე თავისუფალ სტილში, ვერცხლის მედალი მოიპოვა. ტორონტოელი ტოკიოში კანადის ოლიმპიური ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა წევრი იყო. მან იქ 400 მეტრზე თავისუფალ სტილში მეოთხე ადგილი დაიკავა.

მასემ მხოლოდ 0.08 წამით აჯობა ამერიკელ კატერინ ბერკოფს. საერთოდ კი, ექვსი საუკეთესო მოცურავე მხოლოდ 0.16 წამმა დააშორა. აღსანიშნავია, რომ მასე 100 მეტრზე გლაღმა ცურვაში გამორჩეული ფავორიტი იყო, მაგრამ ამ დისტანციაზე მესამე ოქრო ვერ აიღო და ვერცხლს დასჯერდა.

ფრანგმა ლეონ მარშანმა მეორე ოქროს მედალი მოიპოვა. ამჯერად ის საუკეთესო იყო 200 მეტრზე შერეულ სტილში. პირველი ოქრო მას 400 მეტრზე შერეულ შტილში აქვს აღებული. ის ბრასის სეგმენტში დაწინაურდა და ბოლო 50 მეტრზე, თავისუფალ სტილში, უპირატესობა შეინარჩუნა. მარშანმა 0.49 წამით ჩამოიტოვა ამერიკელი კარსონ ფოსტერი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113694