მარიამ ბოლქვაძე უიმბლდონის ძირითად ბადეში ვერ მოხვდა. ქართველმა ჩოგბურთელმა კვალიფიკაციის პირველი წრე დაძლია, მაგრამ მეორე ეტაპზე მარცხი განიცადა.
ბოლქვაძე ხორვატ იატა ფეტს დაუპირისპირდა და პირველ სეტში 7:5 მოიგო, მაგრამ უპირატესობა ვეღარ შეინარჩუნა. მეორე და მესამე სეტი მარიამმა პრაქტიკულად უბრძოლველად 1:6, 2:6 წააგო და ასპარეზობას გამოეთიშა.
ამრიგად, უიმბლდონის ძირითად ბადეში ოთხი ქართველი ჩოგბურთელი ითამაშებს - ნიკოლოზ ბასილაშვილი, ეკო გორგოძე, ოქსანა კალაშნიკოვა და ნათელა ძალამიძე.