მიუნხენის „ბაიერნის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ოლივერ კანმა რობერტ ლევანდოვსკიზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ დააფიქსირა კლუბის ურყევი პოზიცია - „ბაიერნი“ პოლონელის გაყიდვას არ აპირებს.
ლევანდოვსკის გუნდის დატოვება ამ ზაფხულს სურს და კონტრაქტის განახლებაზე უარი თქვა, მიუნხენელები კი მიუხედავად იმისა, რომ გაისად მას უფასოდ დაკარგავენ, ახლა არ აპირებენ რობერტის გასხვისებას.
„ლევანდოვსკის 2023 წლამდე აქვს კონტრაქტი და პრესეზონის პირველივე დღეს აქ ველოდებით. სიტუაცია არ შეცვლილა, რობერტს ჩვენთან კონტრაქტი აკავშირებს კიდევ ერთი წლით და ბედნიერები ვიქნებით, როდესაც შეკრებაზე შემოგვიერთდება“, - თქვა კანმა.
შეგახსენებთ, რომ რობერტ ლევანდოვსკი „ბაიერნში“ 2014 წლიდან თამაშობს. გერმანულმა გრანდმა ის „დორტმუნდიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ფაქტია რომ გოგა თანამედროვე ცენტრის კრიტერიუმებს პასუხობს - მობილურია და შორი დისტანციიდან არცთუ ურიგოდ ისვრის.
დაცვაში აკურატული თამაში მისი "აქილევსის ქუსლია". თუ ეს პრობლემა გამოასწორა, ალბათ მწვრთნელის ნდობაც მოვა.
დავაი გოგა უფრო მეტი იმუშავე შენს თავზე !! ჩვენი ლებრონი უნდა გაიჩითო. ისეთ ჯანზე უნდა იდგე ვერავინ მოგეკაროს !!
გოგა მაგარი რომ იყო ვიცოდი, მაგრამ ასეთი მაგარი თუ იყო არ მეგონა.
ნბა შიც დაინახეს. იმიტომ იყო მწვრთნელმა არ გაიყვანა მოედნიდან და საბონისი და ტერნერი დატოვა სკამზე. ბოლო წამებზე ტერნერი ძალით შემოხტა მოედანზე და კი წააგებინა გუნდს.
ზიონი რომელსაც მიიჩნევენ სუპერ ტალანტად 10-20 წელიწადში ერთხელ რომ იბადებიან დაასვარკა რამოდენიმეჯერ. ტიპს ფარისკენ გახედვაც აღარ უნდოდა. მსაჯების უაზრო გადაწვეტილებები რომ არა მინ 3 ბლოკი ექნებოდა მარტო ზიონზე. ეგ ტერნერმა (საუკეთესო მბლოკავმა ნბა ში) და საბონისმა ვერ მოახერხეს ერთად. ორივეს გაადაატენა რამდენჯერმე ზიონამ თავზე.
გოგა ძაან ჭკვიანია, უამრავი მაგარი სქილი აქვს და ძაან მებრძოლია.
ჯერჯერობით გადაცემებს არ აძლევენ სამწუხაროდ სამწამიანში რის გამოც ქულები ნაკლები უგროვდება, მაგრამ ახალი მწვრთელი მემგონი გამოასწორებს მაგასაც. სასწაული % აქვს სამწამიანში გოგას.
წარმატებები გოგა და ძაან ვამაყობთ შენით
ყოჩაღ გოგას! ეს არის იმის შედეგი რომ რამდენიმე თამაშია რაღაც წუთებს აძლევენ. თანდათანობით პასების მიცემასაც მოუმატებენ. თანდათან შეეჩვევა გუნდსაც და ლიგასაც. აბა სკამზე ჯდომით განვითარების შანსი ნულია. საბონისისგან თუ რამე გამოვიდოდა ნამდვილად არ მეგონა ისეთი უსუსური იყო ოკლაში, ინდიანაში კი სუპერია ტიპი.
ნეთსი ნელნელა ემსგავსება ჯამბაზების საძმოს. უკვე რამდენ თამაშს ვუყურე და გუნდს კომბინაციური შეტევა ჯერ არ გაუკეთებია. ყველაფერი კეთდება სუფთა ინდივიდუალიზმით. ლოურიმ ჩაუტარა მასტერკლასი ირვინგსა და ჰარდენს. ნუ მსაჯების თემა არახალია და არამგონია მსოფლიოს ყველაზე ჩამორჩენილ ქვეყანაში სადაც კალათბურთს თამაშობენ ნბა-ზე ცუდი მსაჯობა იყოს მაგრამ რაც ნეშმა და დანტონიმ გააკეთეს რის გამოც დურანტს აუკრძალეს თამაშის გაგრძელება სასაცილოც კი არ არის.
2 ჯარიმა მოუგონეს ორივე შემთხვევაში ზაიონა ჩამოხსნა ფარიდან....
ნორმალურად ითამაშა მაგრამ დაცვაში თუ არ მოუმატა 5 წუთზე მეტს აღარ ათამაშებენ სამწუხაროდ, რაგახდა ეს ჯარიმები :/
მებრძოლია ზაზას მაგონებს