ფეხბურთი

16:20 | 22.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ვალენსიას" ლიდერი "რომაში" ტრანსფერთან ახლოსაა

იტალიური „რომა“ „ვალენსიას“ ლიდერის გონსალო გედეშის ტრანსფერზე მუშაობს. იტალიური მედიის ინფორმაციით, მოლაპარაკებები წარმატებით მიმდინარეობს.

ესპანელები გედეშს ძვირად აფასებდნენ, მაგრამ საქმეში ფეხბურთელის აგენტი ჟორჟე მენდეში ჩაერია და შესაძლოა „ვალენსია“ გონსალოს გაყიდვას 22 მილიონ ევროდ დათანხმდეს. აღსანიშნავია, რომ 25 წლის პორტუგალიელს კლუბთან კონტრაქტი გაისად ეწურება, რაც ფასის დაწევას ხელს უწყობს.

გონსალო გედეში „ვალენსიას“ ლიდერია და გასულ სეზონში 42 მატჩში 13 გოლი გაიტანა, ხოლო 2017 წლიდან „ღამურების“ მაისურით ჩატარებულ 178 თამაშში თავი 36-ჯერ გამოიჩინა. მას ასევე უთამაშია „ბენფიკასა“ და პსჟ-ში, ხოლო პორტუგალიის ნაკრებში 32 შეხვედრაში 7 გოლი აქვს გატანილი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112973