ავტოსპორტი

2:52 | 22.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

რედ ბულმა ლოტუსს გადაასწრო

ფორმულა 1-ის ყველაზე წარმატებული გუნდების სიაში, „რედ ბულმა“ უკან მოიტოვა „ლოტუსი“, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატში უკვე წლებია, აღარ ასპარეზობს. კანადის დიდ პრიზზე, მაქს ფერსტაპენმა (ფოტოზე) ავსტრიულ გუნდს 82-ე გამარჯვება მოუპოვა.

ამ მიღწევით, „რედ ბული“ ყველა დროის მეხუთე ყველაზე წარმატებული გუნდი გახდა. ლეგენდარული კოლინ ჩეპმენის „ლოტუსს“ მსოფლიო ჩემპიონატების რბოლებში სულ 79 გამარჯვება აქვს, თუმცა ბრიტანულ გუნდს ორი მოგება აღდგენის შემდეგ დაემატა.

გუნდებს შორის ყველაზე მეტი მოგება „ფერარის“ აქვს, რომლის პილოტებმაც სულ 239 გამარჯვება მოიპოვეს. მეორე ადგილზე „მაკლარენია“, მესამეზე კი - „მერსედესი“. მათ 114 მოგებით „უილიამსი“ მოჰყვება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120767