„პარი სენ ჟერმენის“ პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ პრაქტიკულად დაადასტურა, რომ მისი კლუბის ახალი მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი არ იქნება. როგორც მან Le Parisien-ს განუცხადა, სხვა არჩევანი გააკეთეს.
„მომავალი სეზონისთვის სხვა არჩევანი გავაკეთეთ, ეს იქნება საუკეთესო ვარიანტი ჩვენი ტაქტიკური იდეებისთვის“, - თქვა ალ-ხელაიფიმ.
ცნობილია, რომ „პარი სენ ჟერმენმა“ „ნიცას“ მთავარ მწვრთნელ კრისტოფ გალტიესთან მიაღწია შეთანხმებას და მაურისიო პოჩეტინოს გამოცდილი ფრანგი სპეციალისტი შეცვლის.