ფეხბურთი

22:08 | 21.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

"მონცამ" ანდრეა რანოკია დაიმატა

იტალიის სერია A-ს დებიუტანტმა „მონცამ“ „ინტერის“ ყოფილი კაპიტანი ანდრეა რანოკია დაიმატა. ამის შესახებ ლომბარდიული გუნდის ვებგვერდი იტყობინება.

რანოკიამ „მონცასთან“ 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

34 წლის მცველი „ინტერის“ ღირსებას 2011-2022 წლებში იცავდა და 226 შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა. სხვადასხვა პერიოდში მას ასევე უთამაშია „არეცოში“, „ბარიში“, „ჯენოაში“, „სამპდორიასა“ და „ჰალ სიტიში“, იტალიის ნაკრებში კი 21 მატჩი აქვს ჩატარებული.

აღსანიშნავია, რომ „მონცა“ ძალიან ახლოსაა იტალიის ნაკრების სათადარიგო მეკარის, ალესიო კრანიოს ტრანსფერთან, რომელიც „კალიარიში“ თამაშობს. ასე რომ, ადრიანო გალიანი და სილვიო ბერლუსკონი სერია A-სთვის „მონცას“ შემადგენლობის გაძლიერებას უკვე შეუდგნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11235