ფრანკფურტის „აინტრახტმა“ მარიო გიოტცეს ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა. გერმანელმა ფეხბურთელმა „არწივებთან“ 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
გიოტცეს სანაცვლოდ პსვ ეინდჰოვენმა 5 მილიონი ევრო მიიღო. როგორც მარიომ აღნიშნა, ბედნიერია „აინტრახტში“ გადასვლით და მოუთმენლად ელოდება, როგორც ბუნდესლიგაში, ისე ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს.
მარიო გიოტცეს აქამდე „დორტმუნდში“ (219 მატჩი, 45 გოლი), „ბაიერნში“ (114 მატჩი, 36 გოლი) და პსვ ეინდჰოვენში (77 მატჩი, 18 გოლი) უთამაშია. „აინტრახტი“ კი, როგორც ევროპა ლიგის მოქმედი ჩემპიონი, მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს.