ფეხბურთი

17:27 | 21.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჟან-მიშელ ოლამ "ლიონი" გაყიდა

„ლიონის“ პრეზიდენტი ჟან-მიშელ ოლა აღარ იქნება. მან ფრანგული კლუბის საკონტროლო პაკეტის 67% გაყიდა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა.

„ლიონი“ ამერიკულმა კომპანია Eagle Football Holdings-მა შეიძინა, რომლის ხელმძღვანელო ჯონ ტექსტორია და სწორედ ის იქნება „ლიონის“ ახალი პრეზიდენტი. შეთანხმებაში ასევე გათვალისწინებულია, რომ მომდევნო წლებში ეტაპობრივად, ტექსტორი აქციების 88% წილს მიიღებს.

ოლამ აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი „ლიონის“ ახალი ისტორიის დასაწყისი იქნება და კლუბი განვითარებას გააგრძელებს. აღსანიშნავია, რომ ამერიკული კომპანია ბრაზილიური „ბოტაფოგოს“, ბელგიური „მოლენბეკისა“ და ინგლისური „კრისტალ პალასის“ აქციების წილის მფლობელია.

შეგახსენებთ, რომ ჟან-მიშელ ოლა „ლიონს“ 1987 წლიდან ფლობდა. განვლილ 35 წელიწადში „ლომებმა“ 7-ჯერ მოიგეს საფრანგეთის ჩემპიონატი, თან ზედიზედ და ისიც აღსანიშნავია, რომ „ლიონი“ საფრანგეთის ჩემპიონი სხვა დროს არ გამხდარა. გარდა ამისა, კლუბმა 8-ჯერ საფრანგეთის სუპერთასი, 5-ჯერ თასი და ერთხელ ლიგის თასი მოიგო, ხოლო ორჯერ ჩემპიონთა ლიგაზე ნახევარფინალამდე მივიდა.

0.11319