დამტკიცდა უკრაინის პრემიერლიგის ახალი, 2022/23 წლების სეზონის ფორმატი - გვამცნობს პორტალი «Динамо Киев от Шурика».
ტურნირი ორ ეტაპად ჩატარდება. შეიქმნება ორი რვა-რვა გუნდიანი ჯგუფი. პორველში ითამაშებენ : „შახტარი, „დინამო,“ „დნიპრო 1,“ „ზორია,“ „ვორსკლა,“ „რუხი,“ „მინაი,“ და „ლვივი.“ მატჩები დასავლეთ უკრაინაში, ლვოვში და ზაკარპატიის ოლქში ჩატარდება.
მეორეში: „ინგულეცი,“ „ჩორნომორეცი,“ „მეტალისტი,“ „კრივბასი,“ „ოლეკსანდრია,“ „ვერესი,“ „კოლოსი“ და „მეტალისტ 1925.“ ამ ჯგუფის შეხვედრები კიევსა და კიევის ოლქში გამართება.
ესენი ორ-ორ წრედ ითამაშებენ.
ორივე ჯგუფიდან საუკეთესო ოთხ-ოთხი გუნდი, მეორე ეტაპზე გაზაფხულიდან ჩემპიონობისთვის იბრძოლებს. ქვედა ოთხ-ოთხი კი ელიტაში დასარჩენად (ასევე ორ-ორ წრედ).