ფეხბურთი

12:47 | 21.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ნიუკასლი“ აზარს ყიდულობს

დორტმუნდის „ბორუსიის“ ნახევარმცველმა, თორღან აზარმა, კარიერა შესაძლოა ინგლისის პრემიერლიგაში გააგრძელოს. მისით „ნიუკასლი“ დაინტერესდა - გვამცნობს Bild.

წყაროს ინფორმაციით, „კაჭკაჭები“ უკვე ამზადებენ წინადადებას 29 წლის ბელგიელი ფეხბურთელის თაობაზე. ტრანსფერი დაახლოებით 15 მილიონი ევრო დაჯდება,

შეგახსენებთ, რომ თორღანი მადრიდის „რეალის“ ვარსკვლავის, ედენ აზარის უმცროსი ძმაა.

„ბორუსიაში“ ის გლადბახიდან გადავიდა 2019 წელს.

0.108546