ფეხბურთი

11:49 | 21.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

დღეს სადიო მანე მიუნხენში სამედიცინო შემოწმებას გაივლის

„ლივერპულის“ თავდამსხმელი, სადიო მანე დღეს, 21 ივნისს მიუნხენში ჩავა და „ბაიერნში“ გადასვლამდე სამედიცინო შემოწმებას გაივლის - გვამცნობს Sky Sports.

წყაროს ინფორმაციით, სენეგალელი მიუნხენში სამშაბათ დილით ჩავა და შემოწმების გარდა მიუნხენური კლუბის სპორტულ ობიექტებსაც დაათვალიერებს.

„ლივერპული“ და „ბაიერნი“ მანეს ტრანსფერზე 40 მილიონ ევროდ შეთანხმდნენ.

შეგახსენებთ, რომ ევროპაში გადმოსვლის შემდეგ მანე „ზალცბურგსა“ და „ საუთჰემპტონში“ თამაშობდა. „ლივერპულში“ კი 2016 წელს გადავიდა. მერსისაიდულ კლუბში მანემ ჯამში 269 შეხვედრა ჩაატარა, 120 ბურთი გაიტანა და 48 საგოლე გადაცემა შეასრულა.

0.113017