ხვიჩა კვარაცხელიას მომავალი გუნდი, „ნაპოლი,“ სენეგალელი მცველის, კალიდუ კულიბალის წასვლის შემთხვევაში, „ფენერბაჰჩეს“ კორეელ მცველ კიმ მინ-ჯეს დაიმატებს - გვამცნობს Sky Sport Italia.
კიმმა 37 მატჩი ითამაშა სამხრეთ კორეის ნაკრებში და სამი გოლი გაიტანა. საქმე ის არის, რომ ნეაპოლელთა მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ, კლუბის ხელმძღვანელობას განუცხადა: თუ კულიბალი გუნდიდან წავა, არც მე დავრჩებიო. ასე რომ, საკითხი ჯერ გასარკვევია.
ასევე „ნაპოლი“ ფაბიან რუისის, დიეგო დამესა და მატეო პოლიტანოს გაყიდვას და მათში 80 მილიონი ევროს მიღებას გეგმავს.
რუისმა უკვე თავად განუცხადა კლუბის მმართველებს, რომ სერია A-ს დატოვებას აპირებს.