სხვა

3:23 | 21.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

გერეინ თომასმა შვეიცარიის ტური მოიგო

ტურ დე ფრანსის ყოფილმა ჩემპიონმა, უელსელმა გერეინ თომასმა შვეიცარიის ტური მოიგო. ის ამ ერთკვირიანი რბოლის პირველი ბრიტანელი ჩემპიონი გახდა, რითაც დაადასტურა, რომ ფრანგულ ველომარათონზე ფავორიტთა შორის იქნება.

ბოლო ეტაპი, რომელიც დროზე ინდივიდუალური რბოლა იყო, „ინეოს გრენადერსის“ 36 წლის ველომრბოლმა მეორე ადგილზე დაასრულა - სამი წამით ჩამორჩა ბელგიელ რემკო ევენპოელს. თუმცა ეს საერთო გამარჯვებისთვის საკმარისი აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ თომასი, ვისაც საფრანგეთის ტური 2018 წელს აქვს მოგებული, ბოლო ეტაპის წინ, ორ წამს აგებდა კოლუმბიელ სერხიო იგიტასთან. თუმცა მას 25.6-კილომეტრიან დროზე რბოლაში აჯობა. იგიტა საბოლოოდ, მეორე ადგილს დასჯერდა. მან თომასთან წუთი და 12 წამი წააგო. მესამე ადგილზე დანიელი იაკობ ფუგლსანგი გავიდა.

შვეიცარიის ტური ბოლო დიდი გამოცდა იყო ტურ დე ფრანსის წინ. თომასმა განაცხადა, რომ ამ გამარჯვებას ბევრი არ ელოდა. გამარჯვებულმა თანაგუნდელებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

0.114991