ფეხბურთი

1:35 | 21.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ჭიაბრიშვილი: "ამ მოგებას ჩემს თავზე ვერ მივიღებ, მადლობა კახა ცხადაძეს და მის სტაფს"

„დინამო თბილისის“ მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა „გაგრასთან“ (5:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, ეს გამარჯვება მისი დამსახურება არ არის, რადგან გუნდში ჯერ მხოლოდ ერთი დღე აქვს გატარებული და კახა ცხადაძეს მადლობა გადაუხადა.

„რა თქმა უნდა, ასეთ დასაწყისს ვისურვებდი, ძალიან კარგი თამაში გამოვიდა. მადლობას ვუხდი ფეხბურთელებს, ყველაფერი გააკეთეს. ასევე მადლობა მინდა გადავუხადო კახა ცხადაძეს თავის სტაფთან ერთად, რადგან ამ მოგებას ჩემს თავზე ვერ მივიღებ, იმიტომ, რომ სულ ერთი დღეა გუნდში ვარ. უბრალოდ კარგი დღე დაემთხვა, გუნდს ყველაფერი გამოუვიდა. კარგი ნამუშევარი, კარგი ფეხბურთელები დამრჩნენ და იმედი მაქვს, ასე გავაგრძელებთ. მომდევნო მატჩი „ტორპედოსთან“ გვაქვს და ვიმედოვნებ, რომ სტადიონზე უფრო მეტი ხალხი მოვა“, - თქვა ჭიაბრიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „დინამო თბილისი“ 18 ტურის შემდეგ 35 ქულით მეორე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 25 ივნისს, ქუთაისის „ტორპედოს“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.13151