ფეხბურთი

1:03 | 21.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

40 წლის მაკგრეგორმა "რეინჯერსთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

„რეინჯერსის“ მეკარე ალან მაკგრეგორმა კლუბთან კონტრაქტი გაახანგრძლივა და შოტლანდიურ კლუბში 2023 წლის ზაფხულამდე დარჩება.

40 წლის კარის დარაჯი გლაზგოური გუნდის ლეგენდაა, რომლის ღირსებას 2001-2012 წლებში იცავდა, ხოლო შემდეგ „სენტ ჯონსტონში“, „დამფერლაინში“, „ბეშიქთაშში“, „ჰალ სიტისა“ და „კარდიფ სიტიში“ ითამაშა, ხოლო „რეინჯერსში“ 2018 წელს დაბრუნდა და მას შემდეგ ძირითადი შემადგენლობის უცვლელი წევრია. მას გლაზგოურ გუნდში 469 თამაში აქვს ჩატარებული.

მაკგრეგორი 2007-2018 წლებში შოტლანდიის ნაკრების წევრიც იყო 42 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112414