ფეხბურთი

23:12 | 20.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

"სამგურალის" დაუმარცხებელი სერია "დილამ" დაასრულა

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-18 ტურში გორის „დილამ“ „სამგურალს“ უმასპინძლა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა - 1:0.

გიორგი მიქაძის „სამგურალი“ ამ შეხვედრას 11-მატჩიანი წაუგებელი სერიით შეხვდა, რომელსაც წერტილი დაესვა. მატჩის ბედი თორნიკე კაპანაძემ გადაწყვიტა, რომელმაც პირველი ტაიმის ბოლოს გაიტანა და მერე არაფერი შეცვლილა.

აღსანიშნავია, რომ 73-ე წუთზე გორში, თამაშისას შუქი ჩაქრა, რის გამოც მატჩი რამდენიმე წუთით შეწყვეტილი იყო. გორში მსგავსი რამ ორი კვირის წინაც მოხდა, როცა საქართველოსა და რუმინეთის 21-წლამდე ნაკრებების შეხვედრაშიც გამოირთო შუქი.

გორის „დილამ“ ამ მოგებით 33 ქულა დააგროვა და სწორედ „სამგურალს“ დაეწია. ეს გუნდები მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფენ, უახლოეს მდევარ „საბურთალოს“ კი 10 ქულით უსწრებენ. ასე რომ, ოთხეული აშკარად გამოიკვეთა. „დილა“ მომდევნო ტურში 24 ივნისს, „გაგრას“ დაუპირისპირდება, ხოლო „სამგურალი“ 25 ივნისს, „საბურთალოს“ ესტუმრება.

„დილა“ – „სამგურალი“ 1:0 (1:0)

გოლი: 1:0 კაპანაძე (37)

0.111089