ფეხბურთი

17:03 | 20.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

სამუელ უმტიტი შესაძლოა "ჟირონაში" გადავიდეს

„ბარსელონას“ მცველი სამუელ უმტიტი შესაძლოა „ჟირონაში“ გადავიდეს. ამის შესახებ ესპანური მედია იტყობინება.

ფრანგი ფეხბურთელი დიდი ხანია კატალონიური გრანდის სამომავლო გეგმებში არ ჯდება და კლუბის დატოვების კანდიდატია. გასულ სეზონში მან ერთადერთი თამაში ჩაატარა.

„ჟირონა“ კი ლა ლიგაში დაბრუნდა და კლუბის პრეზიდენტმა პერე გვარდიოლას (პეპის ძმა) უმტიტის ტრანსფერი არ გამორიცხა: „უმტიტი „ჟირონაში“? ჩვენ არაფერს გამოვრიცხავთ“, - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ სამუელ უმტიტი „ბარსელონაში“ 2016 წლიდან თამაშობს და 133 მატჩში 2 გოლის გატანა მოახერხა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129339