ფეხბურთი

20:50 | 19.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისს" გიორგი ჭიაბრიშვილი გაწვრთნის

გიორგი ჭიაბრიშვილი "დინამო თბილისის" ახალი მთავარი მწვრთნელია. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა და 42 წლის სპეციალისტმა გუნდთან ერთად მუშაობა უკვე დაიწყო.

ჭიაბრიშვილმა 2.5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, მისი ასისტენტი კი გიორგი დეკანოსიძე იქნება. ქართველი სპეციალისტის დებიუტი "გაგრას" წინააღმდეგ შედგება და მან კახა ცხადაძე შეცვალა, რომელიც შაბათს დაითხოვეს.

გიორგი ჭიაბრიშვილს სამწვრთნელო კარიერაში "ზესტაფონში", "საბურთალოსა" და "ლოკომოტივში" უმუშავია. მან ორჯერ მოიგო საქართველოს ჩემპიონატი ("ზესტაფონთან" და "საბურთალოსთან" ერთად), ხოლო ერთხელ საქართველოს თასს დაეუფლა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116722