თამაშგარე

18:35 | 19.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ბალაკს 24 წლით უმცროსი შეყვარებული ჰყავს, რომელიც მისი გარდაცვლილი შვილის მეგობარი იყო

ვეტერანი გერმანელი ფეხბურთელი მიხაელ ბალაკი ახალ სასიყვარულო ურთიერთობაში შეამჩნიეს. Bild-ის ინფორმაციით, 45 წლის გერმანელს რომანი 21 წლის მოდელ სოფია შნეიდერჰანთან აქვს.

გერმანული გაზეთი წერს, რომ შნეიდერჰანი ბალაკის გარდაცვლილი შვილის მეგობარი იყო. ამ ისტორიამაც ყურადღება ამიტომ მიიქცია. წყვილი ბერლინში ერთად შენიშნეს, სადაც პაპარაცებმა კოცნის მომენტში დააფიქსირეს.

შეგახსენებთ, რომ მიხაელ ბალაკის შვილი, ემილიო გასული წლის 5 აგვისტოს ტრაგიკულად დაიღუპა.

0.138937