UFC-ის მორიგ ღონისძიებაზე გურამ ქუთათელაძე ყაზახ დამირ ისმაგულოვს დაუპირისპირდა და მსაჯების გადაწყვეტილებით მარცხი განიცადა.
მებრძოლებმა ოქტაგონზე სამი რაუნდის განმავლობაში იბრძოლეს და მიუხედავად იმისა, რომ გურამი უპირატესობას ფლობდა, მსაჯებმა გამარჯვება ყაზახს მიანიჭეს. პირველ რაუნდში მათ ფრე დააფიქსირეს, მომდევნო ორ რაუნდში კი გამარჯვებულად ისმაგულოვი გამოაცხადეს.
„რა ვთქვა... უნდა ვისწავლო და არასდროს დავტოვო ბრძოლა მსაჯების ხელში. ბოდიშს ვუხდი ოჯახს და გუნდს, რომ ვანერვიულე და იმედი გავუცრუე. მადლობა ყველას მხარდაჭერისთვის“, - დაწერა სოციალურ ქსელში ბრძოლის შემდეგ გურამმა.
გურამ ქუთათელაძისთვის ეს UFC-ში მეორე ბრძოლა იყო, კარიერაში კი 12 გამარჯვების საპირისპიროდ 3 მარცხი აქვს.