კალათბურთი

0:25 | 19.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას "ვირტუსი" ფინალში დამარცხდა, იტალიის ჩემპიონი "მილანი" გახდა

თორნიკე შენგელიამ სერია A-ს ფინალური სერია წააგო, შესაბამისად, იტალიის ჩემპიონი „ოლიმპია მილანო“ გახდა.

ლომბარდიულმა გუნდმა სერიის მეექვსე მატჩი საკუთარ მოედანზე საკმაოდ იოლად, 81:64 მოიგო და ფინალში საბოლოოდ, 4:2 იმარჯვა. ამრიგად, „ოლიმპია მილანო“ იტალიის ჩემპიონია.

თორნიკე შენგელიამ 20 წუთში 8 ქულა და 4 მოხსნა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 3-დან 1 ორქულიანი და 4-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, ხოლო საჯარიმო არ უსვრია.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე მილანელი ლუიჯი დატომე იყო, რომელმაც 23 ქულა და 4 მოხსნა დააგროვა, ხოლო მისი თანაგუნდელის შევონ შილდსის ანგარიშზე 15 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი იყო.

ამრიგად, შენგელიამ „ვირტუსთან“ ერთად იტალიის ჩემპიონობა ვერ მოახერხა, მაგრამ სეზონი მაინც წარმატებული გამოდგა, რადგან კლუბმა ევროთასი მოიგო და მომდევნო სეზონში ევროლიგაში ითამაშებს. თორნიკეს ბოლონიელებთან კონტრაქტი ეწურება, მაგრამ ვინაიდან, როგორც ვთქვით, კლუბი ევროლიგაში ითამაშებს, მხარეებმა არაა გამორიცხული თანამშრომლობა გაახანგრძლივონ.

0.112283