ფეხბურთი

1:14 | 19.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

სპალეტი მზადაა „ნაპოლიდან“ წავიდეს, თუ კლუბი კულიბალის გაყიდის

ხვიჩა კვარაცხელიას მომავალი გუნდის, „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუჩანო სპალეტიმ, შეიძლება პოსტი დატოვოს - გვამცნობს Sport.es.

იტალიელი სპეციალისტი გუნდს სენეგალელი მცველის, კალიდუ კულიბალის გაყიდვის შემთხვევაში დატოვებს. მან კლუბის ხელმძღვანელობას უკვე გააცნო თავისი პრინციპული გადაწყვეტილება.

ბოლო დღეებში რამდებმე სოლიდურმა გამოცემამ დაწერა, რომ კულიბალით „იუვენტუსია“ დაინტერესებული. თუმცა, თავად სენეგალელს, ჩანს წასვლა მაინცდამაინც არ უნდა. იტალიური მედია იმასაც აღნიშნავდა, სენეგალელი ხელფასის დაკლებაზეც თანახმაა, ოღონდ ნეაპოლურ კლუბში დარჩესო. მას გუნდის კაპიტნობა ნდომებია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120235