აზერბაიჯანის ჩემპიონმა „ყარაბაღმა“ პოლონური „იაგელონიადან“ ლუკა გუგეშაშვილი გამოისყიდა. ამის შესახებ აზერბაიჯანული კლუბის ვებგვერდი იტყობინება.
„ყარაბაღმა“ ქართველ კარის დარაჯს 3-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა და ამიერიდან ის კლუბის სრულფასოვანი წევრია.
23 წლის მეკარე „ყარაბაღს“ იანვარში იჯარით შეუერთდა და ყველა ტურნირზე 8 მატჩი ჩაატარა, მათ შორის ორჯერ კონფერენს ლიგაზე ითამაშა. ლუკას კარიერის განმავლობაში „დინამო თბილისის“, „იაგელონიასა“ და გორის „დილაში“ უთამაშია. გუგეშაშვილმა "ყარაბაღის" რიგებში აზერბაიჯანის ჩემპიონატი და თასი მოიგო.