ფეხბურთი

23:22 | 18.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

„ლივერპული“ ასენსიოს აგენტებს დაუკავშირდა

„ლივერპულის“ ხელმძღვანელობა მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველით, მარკო ასენსიოთი დაინტერესდა და მის აგენტებს უკვე დაუკავშირდა - გავმცნობს Daily Mail.

წყაროს ინფორმაციით, „სამეფო კლუბი“ მზადაა ასენსიო გაუშვას 40 მილიონ ევროდ. სანტერესოა, რომ 26 წლის ესპანელის მიმართ ინტერესს „არსენალი“ და „მილანიც“ იჩენენ.

ასენსიო „რეალში“ 2015 წლიდან თამაშობს. გასულ სეზონში მადრიდული კლუბის მაისურით მან 42 მატჩი ჩაატარა, 12 ბურთი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა შესარულა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127489