ფეხბურთი

22:51 | 18.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

„მილანი“ რებიჩს ზაფხულში არ გაუშვებს

ხორვატი თავდამსხმელი, ანტე რებიჩი, კარიერას ისევ „მილანში“ გააგრძელებს. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო „როსონერის“ ხელმძღვანელობამ - გვამცნობს Calciomercato.

„მილანის“ მთავარი მწვრთნელი, სტეფანო პიოლი, ისევ მიიჩნევს, რომ 28 წლის რებიჩი მნიშვნელოვანი მოთამაშეა გუნდისთვის. სპლიტელი ვარსკვლავი მხოლოდ მაშინ დატოვებს კლუბს, თუკი ამას თავად მოინდომებს.

ივნისის ბოლომდე „მილანის“ ხელმძღვანელები რებიჩის წარმომადგენლებთან შეხვდერას აპირებენ, რათა საბოლოოდ დაუსვან წერტილი მის წასვალაზე საუბარს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.107977