ფეხბურთი

22:23 | 18.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

„სიტი“ მზადაა ზინჩენკო გაყიდოს

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა, ოლეკსანდრ ზინჩენომ, შესაძლოა, ზაფხულში ქალაქელთა რიგები დატოვოს - წერს ტვიტერში ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.

წყაროს ინფორმაციით, „სიტი“ მზადაა გაყიდოს უკრაინელი ფეხბურთელი, რადან „ბრაიტონის“ ესპანელი შუახაზელის, მარკ კუკურელიას შეძენა სურს.

ზინჩენკოს საკუთარ გუნდში ხილვა კი „ევერტონის“ ხელმძღვანელობას სურს. თავად ფეხბურთელიც უარზე არ ყოფილა, თუმცა ორი პირობა ჰქონია - თავს პოზიციაზე დააყენონ და რეგულარული სათამაშო დრო მისცენ. ცნობილია, რომ „სიტიში“ მას ხშირად მარცხენა მცველად ათამაშებდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111632