ფეხბურთი

21:24 | 18.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

„კრისტალ პალასი“ შესაძლოა მსოფლიოს უძველესი პროფესიული კლუბი გახდეს

ინგლისურმა „კრისტალ პალასმა, შესაძლოა მსოფლიოს უძველესი პროფესიული კლუბის სტატუსი მიიღოს - გვამცნობს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.

საქმე ის არის, რომ დღემდე „არწივების“ დაარსების თარიღად 1905 წელი მიიჩნეოდა. თუმცა, ახლახან ჩატარებული გამოკვლების კვალად, „კრისტალ პალასი“ 1861 წელს დაუარსებიათ, პირველი მატჩი კი 1862 წელს უთამაშიათ.

თუ ინგლისის საფეხბურთო ასოციაცია ამ თარიღს დაამტკიცებს, „კრისტალ პალასი“ მსოფლიოში უძველესი პროფესიული საფეხბურთო კლუბი გახდება. მათ უკვე ლოგოზეც დააწერეს ახალი თარიღი.

დღეისათვის უძველეს კლუბად „შეფილდი“ ითვლება, რომელიც 1857 წელს დაუარსებიათ, მაგრამ ახლა ის არაპროფესიონალურ ლიგაში თამაშობს. ამიტომ პროფესიულ დონეზე მოთამაშე უძველეს კლუბად 1862 წელს დაარსებული „ნოთს ქაუნთი“ ითვლება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115489