ფეხბურთი

19:06 | 18.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

სპალეტი: "მომდევნო სეზონშიც ოთხეულში მოხვედრა რთული იქნება"

„ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ განაცხადა, რომ მომდევნო სეზონში მის გუნდს ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა გაუჭირდება.

„ნეაპოლი იმსახურებს მაღალი დონის გუნდს, როგორიც ახლა ჰყავს. როდესაც გუნდს ვავარჯიშებ, ჩემთვის ეს გუნდი და მისი მოთამაშეები ყველაფერი არიან. გასულ სეზონში გვქონდა შესანიშნავი მატჩები, ჩემპიონთა ლიგის ზონაში მალევე შევედით და ბოლომდე იქ დავრჩით. იყო თამაშები, როდესაც მეტი შეგვეძლო. ახლა ყველა ელოდება, რომ იგივეს მოვახერხებთ ახალ სეზონშიც, მაგრამ ისევ ოთხეულში მოხვედრა ადვილი არ იქნება“, - თქვა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ გასული სეზონი მესამე ადგილზე დაასრულა და მხოლოდ მილანურ გრანდებს, „მილანსა“ და „ინტერს“ ჩამორჩა. „ნაპოლის“ ივლისიდან ხვიჩა კვარაცხელია შეუერთდება, რომელიც იტალიურ კლუბთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115337