საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი მალიორკას ტურნირს საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალში გამოეთიშა.
ATP-ის რეიტინგის 25-ე ნომერმა, გერმანელ მატს როზენკარცთან წააგო, რომელიც რეიტინგში 346-ე ადგილს იკავებს.
შეხვედრა საათსა და 36 წუთს გაგრძელდა და ორივე სეტის ბედი ტაიბრეიკზე გადაწყდა. პირველი ტაიბრეიკი გერმანელმა 7:5, ხოლო მეორე 7:4 მოიგო და შედეგად, 7:6, 7:6 იმარჯვა.
ამრიგად, ბასილაშვილი მალიორკას ტურნირის ძირითად ბადეში ვერ მოხვდა. აქვე შეგახსენებთ, რომ ნიკოლოზი მანამდე ჰალეს ტურნირს მეორე წრეში გამოეთიშა.