ფეხბურთი

16:04 | 18.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

კულიბალი შესაძლოა "იუვენტუსში" გადავიდეს

„ნაპოლის“ კაპიტანი კალიდუ კულიბალი შესაძლოა „იუვენტუსში“ გადავიდეს. სენეგალელ მცველს ნეაპოლიტანელებთან კონტრაქტი 2023 წელს ეწურება, ამიტომაც, მიმდინარე ზაფხულს მისი გუნდიდან წასვლა რეალურია.

Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, 30 წლის ფეხბურთელით „იუვეა“ დაინტერესებული, რომელიც ჯორჯო კიელინის შემცვლელს ეძებს. წყაროს თანახმად, აურელიო დე ლაურენტისმა კულიბალის ტრანსფერში 40 მილიონი ევრო მოითხოვა.

თავის მხრივ, ტურინელები „ნაპოლის“ 23 წლის მცველ ფედერიკო გატისა და პლუს ფულს სთავაზობენ, რომლის ოდენობა უცნობია.

შეგახსენებთ, რომ კალიდუ კულიბალი „ნაპოლიში“ 2014 წლიდან თამაშობს და 317 მატჩში 14 გოლი აქვს გატანილი, მანამდე კი „მეცისა“ და „გენკის“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114311