ფეხბურთი

15:30 | 18.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

"დინამო თბილისს" კახა ცხადაძე დატოვებს

„დინამო თბილისის“ მთავარი მწვრთნელის პოსტს კახა ცხადაძე დიდი ალბათობით, დატოვებს. ინფორმაცია ოფიციალურად უახლოეს ხანში უნდა დასტურდეს.

ცხადაძემ წასვლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც „დინამო“ ეროვნული ლიგის ბოლო ტურში სტუმრად წყალტუბოს „სამგურალთან“ დამარცხდა და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე დაქვეითდა.

გამოცდილ სპეციალისტს სავარაუდოდ, გიორგი ჭიაბრიშვილი შეცვლის, რომელიც ამჟამად უმუშევარია.

შეგახსენებთ, რომ „დინამო თბილისი“ კონფერენს ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ესტონურ „პაიდეს“ დაუპირისპირდება, ხოლო საქართველოს ჩემპიონატში ლიდერ „დინამო ბათუმს“ 6 ქულით ჩამორჩება.

0.108747