ფეხბურთი

13:22 | 18.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა წულუკიძე "ურალში" დაბრუნდა

საქართველოს 19-წლამდე ნაკრების ფეხბურთელი ლუკა წულუკიძე „ურალში“ დაბრუნდა. ინფორმაცია ეკატერინბურგული გუნდის ვებგვერდმა ოფიციალურად დაადასტურა.

წულუკიძე „ურალში“ ჯერ კიდევ იანვარში გადავიდა, მაგრამ უკრაინაში დაწყებული ომის შემდეგ კლუბთან კონტრაქტი შეაჩერა და მშობლიურ „საბურთალოში“ დაბრუნდა. თუმცა, მან სხვა კლუბი ვერ იპოვა, რის შედეგადაც, „ურალთან“ კონტრაქტი ამოქმედდა და რუსეთში დაბრუნდა.

რუსულმა კლუბმა ახალი სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყო და წულუკიძეც გუნდთან ერთად ემზადება. მას ეკატერინბურგელთა რიგებში ოფიციალური მატჩი ჩატარებული არ აქვს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110256