ფეხბურთი

12:42 | 18.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლუკა იოვიჩი სერია A-ში გადავა

სერბეთის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი ლუკა იოვიჩი კარიერას დიდი ალბათობით, ფლორენციის „ფიორენტინაში“ გააგრძელებს. ამის შესახებ იტალიური მედია წერს.

„იებს“ 24 წლის სერბი ფორვარდის დამატება იჯარით სურთ და მხარეებს შეთანხმება პრაქტიკულად მიღწეული აქვთ. იოვიჩმა „რეალში“ კიდევ ერთი სეზონი ჩააგდო, რის გამოც კლუბი მის გასხვისებაზე თანახმაა.

ლუკა იოვიჩი „რეალს“ 2019 წელს დიდი მოლოდინით შეუერთდა, მაგრამ მას შემდეგ 51 მატჩში მხოლოდ 3 გოლი გაიტანა. სერბს ასევე უთამაშია „ცრვენა ზვეზდაში“, „ბენფიკასა“ და ფრანკფურტის „აინტრახტში“, სადაც საუკეთესო პერიოდი ჰქონდა, როდესაც 2017-2019 წლებში 75 მატჩში 36 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132037