ფეხბურთი

10:30 | 18.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ხოსე ლუის ჩილავერტი პარაგვაის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას

ლეგენდარული მეკარე ხოსე ლუის ჩილავერტი პარაგვაის პრეზიდენტობას გეგმავს. როგორც ცნობილი გახდა, ჩილავერტი 2023 წელს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

პარაგვაის პრეზიდენტი ამჟამად მარიო აბდო ბენიტესია, რომელის შეცვლაც ეროვნული ნაკრების ყოფილ კაპიტანს სურს.

„პოლიტიკაში მივდივართ თავდაჯერებულები, რომ ჩვენი ქვეყნის სიყვარული გვაძლევს საკმარის ძალას, რათა განვახორციელოთ დიდი ცვლილებები ყველა პარაგვაელის სასიკეთოდ. ჩვენ ვიცით, რომ იქნება სირთულეები, მაგრამ ისიც ვიცით, რომ საპრეზიდენტო პერიოდში ხოსე ლუისს, ყველა პარაგვაელთან ერთად, შეუძლია დატოვოს კვალი ჩვენი საყვარელი პარაგვაის ახალი ისტორიისთვის“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

56 წლის ხოსე ლუის ჩილავერტი პარაგვაის ნაკრებში 1989-2003 წლებში თამაშობდა და 74 მატჩში 8 გოლი გაიტანა. საკლუბო კარიერაში ის „ველეს სარსფილდის“, „სტრასბურისა“ და „პენიაროლის“ ღირსებას იცავდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115512