ფეხბურთი

1:29 | 18.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკი: "იმედი მაქვს, რომ ერთ დღეს "ბაიერნის" ფანები გამიგებენ"

მიუნხენის „ბაიერნის“ ფეხბურთელმა რობერტ ლევანდოვსკიმ იმედი გამოთქვა, რომ „რეკორდმაისტერის“ ფანები ერთ დღეს მას გაუგებენ. პოლონელმა არ დამალა, რომ კლუბის დატოვება უნდა.

„იმედი მაქვს, რომ ერთ მშვენიერ დღეს „ბაიერნის“ გულშემატკივრები გამიგებენ. კონტრაქტი კიდევ ერთი წელი მაქვს, ამიტომაც, კლუბს ჩემი გაყიდვა ახლა ვთხოვე, რადგან მოცემულ ვითარებაში ვფიქრობ, რომ კომპენსაციის მიღება კლუბისთვისაც საუკეთესო გამოსავალია. მინდა ემოციები დაცხრეს და მშვიდად ვისაუბრო“, - აღნიშნა პოლონელმა.

შეგახსენებთ, რომ რობერტ ლევანდოვსკი „ბაიერნს“ 2014 წელს „ბაიერნიდან“ შეუერთდა და 375 შეხვედრაში 344 გოლის გატანა მოასწრო. პოლონელ ფეხბურთელს აქტიურად „ბარსელონას“ უკავშირებენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114495