„ფერარის“ მთავარმა აღმასრულებელმა ბენედეტო ვინიამ გამოაცხადა, რომ მისი კომპანია მომავალი წლისთვის, ლე მანის 24-საათიან რბოლაში დასაბრუნებლად ემზადება. მარანალოელები ბოლო 50 წელიწადში პირველად იბრძოლებენ ლეგენდარული რბოლის აბსოლუტურ ჩათვლაში გასამარჯვებლად.
გასულ სეზონში, GT კლასში მიღწეული წარმატების შემდეგ გადაწყდა, რომ „ფერარის“ ჰიპერ ავტომობილების კლასისთვისაც შეექმნა ავტომობილი და ყველაზე პრესტიჟულ კლასში ეასპარეზა. რა თქმა უნდა, იტალიური კომპანია გამძლეობაზე რბოლების მსოფლიო ჩემპიონატზე, ჰიპერ ავტომობილების კლასშიც იასპარეზებს.
„აღფრთოვანებას იწვევს იმაზე ფიქრიც კი, რომ ერთ წელიწადში, ლე მანის 24-საათიან რბოლაში გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. ეს ჩვენთვის კიდევ ერთი შანსია იმისა, რომ უმაღლეს დონეზე ვიასპარეზოთ. აქ შემუშავებულ უახლეს ტექნლოგებს კი მომავაში აუცილებლად გამოვიყენებთ მომდევნო თაობის საგზაო ავტომობილებზე“, - ამბობს ვინია.
„ფერარიმ“ ლე მანზე აბსოლუტურ ჩათვლაში გამარჯვება ბოლოს 1965 წელს მოიპოვა. სარტეს ტრეკზე დაბრუნებულ მარანელოელებს, კონკურენცია მოუწევთ ისეთ კომპანიებთან როგორებიცაა „პორშე“, „კადილაკი“, „პეჟო“ და „ტოიოტა“. ამათგან იაპონურ კომპანიას ლე მანის ბოლო ხუთი რბოლა აქვს მოგებული.