სადიო მანე მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელია. სენეგალელი ფეხბურთელის მიუნხენური კლუბის რიგებში ტრანსფერს სხვა გავლენიან წყაროებთან ერთად ცნობილი ჟურნალისტები ჯანლუკა დი მარციო და ფაბრიციო რომანოც ადასტურებენ.
როგორც იწერება სენეგალელი "რეკორდმაისტერთან" სამწლიან კონტრაქტს გააფორმებს. იგი "ბაიერნში" სამედიცინო შემოწმებას მომავალ კვირას გაივლის და ივლისის საწყის რიცხვებში "რეკორდმაისტერი" მას ოფიციალურადაც წარადგენს.
სენეგალელი ფეხბურთელი "ლივერპულს" 2016 წელს "საუთჰემპტონიდან" შეუერთდა. მერსისაიდელებთან ერთად მანემ ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი, ინგლისის პრემიერ ლიგა, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასი და ინგლისის თასი მოიგო.
გასულ სეზონში მანემ "ლივერპულის" მაისურით 50 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 23 გოლი, 2 საგოლე პასი მიითვალა.